qvemo qarTlis wyalsacavebi - sionis wyalsacavi

მდებარეობა თიანეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°01`22` ჩ. გ. 44°59`51` ა. გ.
ფართობი 12.8 კმ²
მოცულობა 325.4კმ³
საშუალო სიღრმე 25.4 მ
მაქსიმალური სიღრმე 67 მ
აუზის ფართობი 587 კმ²
გამომდინარე მდინარე იორი

 

აღმოსავლეთ საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყალშემკრები აუზის ფართობი 587 კვ.კმ, სარკის ფართობი 12.8 კმ². წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³.

საშუალო სიღრმე 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე 67 მ. წყალსაცავი ხეობის ტიპისაა, ფსკერი დაფარულია თანამედროვე ალუვიონით. მარჯვენა ნაპირი ციცაბო და კლდოვანია, დაფარულია მძლავრი დელუვიური მასალით, აღინიშნება მეწყრული მოვლენები, მარცხენა ნაპირი დამრეცია. სანაპირო ფერდობების ზედა ნაწილი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, ქვედა კი მოკლებულია ხემცენარეულობას.

საზრდოობს ძირითადაად მდინარე ივრის წყლით. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს. მაქსიმალური დონე ივლისის მეორე ნახევარშია, მინიმალური - მარტში.

წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7°-იდან (თებერვალი) 21,7°-მდე (აგვისტო). ნოემბრიდან აპრილამდე უმთავრესად ჰომოთერმიაა გაბატონებული, წყლის დანარჩენ დროს მყარდება პირდაპირი ტემპერატურული სტრატიფიკაცია. ყინულოვანი მოვლენები სუსტადაა გამოხატული. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს. თევზის რეწვა.